ყველაფერი ATP მონტე კარლოს ფინალის შესახებ - რაფაელ ნადალი VS. კეი ნიშიკორი

სიახლეები / ჩოგბურთი / მასტერსები / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 21-აპრ, 21:439 GioToServe 465 0






ყველაფერი ATP მონტე კარლოს ფინალის შესახებ - რაფაელ ნადალი VS. კეი ნიშიკორი


21 აპრილს მონაკოში, ATP მონტე კარლოს 1/2 ფინალები გაიმართა.

პირველ მატჩში, რაფაელ ნადალი გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბულგარელს 2 სეტში სძლია, ანგარიშით 6-4, 6-1. მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, შეხვედრა მაინც საკმაოდ დიდი ხნის, კერძოდ საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ნადალს დიმიტროვი ახლა უკვე 11-ჯერ ჰყავს დამარცხებული, დიმიტროვს კი ესპანელის წინააღმდეგ მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული.

მეორე შეხვედრაში, ალექსანდრ ზვერევი კეი ნიშიკორის დაუპირისპირდა. მართალია, ახალგაზრდა გერმანელი მატჩში ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ის 3 სეტში დამარცხდა. იაპონელმა ჩოგბურთელმა 21 წლის ზვერევს 3-6, 6-3, 6-4 ანგარიშით სძლია. ჩოგბურთელებს შორის გამართულ პირად შეხვედრებში ანგარიში ახლა 1-1 გახლავთ.

ამგვარად, ATP მონტე კარლოს მასტერსის ფინალში რაფაელ ნადალი კეი ნიშიკორის შეხვდება. ესპანელს უკვე 9-ჯერ ჰყავს იაპონელი დამარცხებული, კეიმ კი 2-ჯერ სძლია რაფას. უკანასკნელი მატჩი ჩოგბურთელებს შორის 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე შედგა, სადაც კეიმ ნადალი 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-2, 6-7(1), 6-3. თიხის საფარზე, ნიშიკორის 3 მატჩში არცერთი სეტი არ მოუგია ნადალისთვის.

ცხადია, მოცემულ დაპირისპირებაშიც, რაფაელ ნადალი დიდ ფავორიტად მიიჩნევა. ლეგენდარულ ესპანელს ბუკმეიკერთაგან საშუალოდ 1.06 კოეფიციციენტი ხვდა წილად.

მოცემულ ტურნირზე, რაფაელ ნადალმა ყველა მოწინააღმდეგე გაანადგურა. მას ბედენეს, ხაჩანოვის, ტიმისა და დიმიტროვის წინააღმდეგ სეტიც არ წაუგია.

გეტყვით იმასაც, რომ ნადალს ATP მონტე კარლოს მასტერსი უკვე 10-ჯერ აქვს მოგებული.

რაც შეეხება კეი ნიშიკორის, მოცემულ მასტერსზე, 28 წლის იაპონელმა ბერდიხი, მედვედევი, სეპი, ჩილიჩი და ზვერევი დაამარცხა. მედვედევის გარდა ყველა სხვა მოთამაშის წინააღმდეგ, იაპონელმა 3 სეტიანი მატჩები ჩაატარა.

კეი მხოლოდ მეორედ ასპარეზობს მონტე კარლოს მასტერსზე. აქ ბოლოს 2012 წელს თამაშობდა, თუმცა 1/8 ფინალშივე დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ATP მონტე კარლოს მასტერსის ფინალი - ნადალი ნიშიკორის წინააღმდეგ 22 აპრილს, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018