არგენტინტის სუპერლიგის ლიდერმა ჯანლუიჯი ბუფონი თავის კლუბში მიიწვია

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 22-აპრ, 18:009 GioToServe 210 0





არგენტინტის სუპერლიგის ლიდერმა ჯანლუიჯი ბუფონი თავის კლუბში მიიწვია


ჯანლუიჯი ბუფონმა წარმატებული არგენტინული კლუბისგან მიიღო შეთავაზება.

კერძოდ, "ბოკა ხუნიორსმა" ლეგენდარულ მეკარეს რამდენიმე თვით არგენტინული გუნდის შემადგენლობაში თამაში შესთავაზა და პარალელურად სთხოვა, რომ ლიბერტადორესის თასის მოგებაში დახმარებოდა.

ESPORT.GE-ს ინფორმაციით, Football Italia-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 40 წლის იტალიელი, რომლის მოქმედი კონტრაქტი "იუვენტუსთან" ივნისში იწურება, "ბოკა ხუნიორსის" წინადადებაზე უარს განაცხადებს.

არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდოს.

აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ბაროს სკელატომ დაადასტურა და განაცხადა, რომ "ბოკა ხუნიორსი" ბუფონს ახლახანს მართლაც შეეხმიანა. მხარეებმა ერთმანეთში შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

ტრანსფერის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ბუფონს "ბოკა ხუნიორსის" შემადგენლობაში ნოემბრამდე ეთამაშა. ასეთ შემთხვევაში, ლეგენდარული იტალიელი მეკარე კლუბს კოპა ლიბერტადორესზე მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. ამას გარდა, ბუფონი თავის ყოფილ თანაგუნდელ კარლოს ტევესთან ერთადაც ითამაშებდა.

იგივეს მოწმობს კიდევ ერთი იტალიური წყარო TuttoSport, რომლის მიხედვითაც, მსგავს შეთავაზებას ჯანლუიჯი ბუფონი არ დათანხმდება. ბუფონს ახლადშექმნილი ოჯახი ჰყავს და რამდენიმე თვის სამხრეთ ამერიკაში გატარების მომხრე ვერ იქნება.

უფრო რეალურია ვივარაუდოთ ის, რომ იგი "იუვენტუსის" ან იტალიის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელი გახდეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა