Image

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი: „ლივერპული“ VS. „რომა“ - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 23-აპრ, 16:559 GioToServe 2054


ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი: „ლივერპული“ VS. „რომა“ - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ


ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 15 გასვლით შეხვედრაში, „რომამ“ მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხა.

„ენფილდზე“ გამართულ უკანასკნელ 5 მატჩში, „ლივერპულს“ საკუთარ კარში არცერთი გოლი არ გაუშვია.

ბუკმეიკერების ფავორიტი

სამშაბათს ღამით „ლივერპულის“ მოგებას, ბუკმეიკერებისგან საშუალოდ 1,60 კოეფიციენტი ერგო.

„რომას“ „ენფილდზე“ გამარჯვებას საშუალოდ 5,55 კოეფიციენტი ხვდა წილად.

რაც შეეხება ფრეს, იგი 4.40 მაჩვენებლითაა წარმოდგენილი.

"ლივერპული" VS. "რომა" - ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი მატჩის მიმოხილვა

სამშაბათს ღამით, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, „ლივერპული“ „რომას“ „ენფილდზე“ უმასპინძლებს.

ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, „რომამ“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი "ქამბექი" შეასრულა, აღმოფხვრა დიდი დეფიციტი და 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა.

უფრო ზუსტად, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ დაპირისპირებაში, იტალიური კლუბი „ბარსელონასთან“ 4:1 ანგარიშით დამარცხდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში, „რომამ“ კატალონიურ კლუბს 3:0 ანგარიშით სძლია.

ორი მატჩის ჯამში, მატჩი 4:4 ანგარიშით დასრულდა, მაგრამ სტუმრად გატანილმა გოლმა „რომა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მომდევნო წრის საგზური აჩუქა.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის “C” ჯგუფში, „რომა“ ინგლისურ მხარეს 2-ჯერ უკვე დაუპირისპირდა.

კერძოდ, იტალიურმა კლუბმა „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:3 ანგარიში დააფიქსირა, „სტადიო ოლიმპიკოზე“ კი „ჩელსის“ 3:0 ანგარიშით სძლია.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, სახლში, იტალიელებს არცერთი გოლი არ აქვთ საკუთარ კარში გაშვებული, რაც ნამდვილად განმაცვიფრებელი სტატისტიკაა.

„სერია A”-ს სატურნირო ცხრილში, „რომა“ მე-3 პოზიციაზე იმყოფება. შაბათს, გასვლაზე, იტალიურმა კლუბმა 3:0 ანგარიშით „სპალი“ დაამარცხა. „რომას“ შემადგენლობიდან თავი რაჯა ნაინგოლანმა და პატრიკ შიკმა გამოიჩინეს.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ჩემპიონს „მანჩესტერ სიტის“ სძლია. მხარეებს შორის დაფიქსირებული საბოლოო ანგარიში 5:1 გახლდათ. „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ 3:0 ანგარიშით დაამარცხა "სიტი". იურგენ კლოპის გუნდმა ეს არ იკმარა და „მანჩესტერ სიტის“ მოედანზე - „ეტიჰადზე“ 2:1 ანგარიშით სძლია გვარდიოლას კლუბს.

შაბათს, იურგენ კლოპის გუნდი „ვესტ ბრომს“ დაუპირისპირდა, თუმცა 2 ბურთიანი უპირატესობის თავის სასიკეთოდ გამოყენება ვერ მოახერხა. ბოლო 11 წუთში, „ვესტ ბრომმა“ „ლივერპულს“ 2 გოლი გაუტანა და შეხვედრა 2:2 ანგარიშით დასრულდა.

მიუხედავად ამგვარი შედეგისა, „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ 4 პოზიციას შორის ჩამთავრება ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.

„წითლების“ შემადგენლობაში, გოლები გაიტანეს დანი ინგსმა და მოჰამედ სალაჰმა.

ერთი სეზონის პრემიერ ლიგის გათამაშებაში გატანილი გოლების საერთო რაოდენობით, სალაჰი უკვე არსებულ რეკორდს გაუთანაბრდა და მისი გოლების მაჩვენებელი 31-ს უდრის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინგლისის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და „ლივერპულს“ კიდევ 3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში, ეგვიპტელს 41 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 9 ევროპულ ტურნირებზე.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში, რობერტო ფირმინოს 8 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში 5 საგოლე გადაცემაცაა. მიმდინარე ტურნირზე არავის გაუკეთებია იმდენი გადაცემა, რამდენიც ჯეიმს მილნერმა შეძლო.

„რომას“ ბომბარდირი კი ედინ ჯეკოა - მას 6 გოლი აქვს გატანილი.

„რომში“ გოლები ედინ ჯეკომ, დანიელე დე როსიმ და კოსტას მანოლასმა გაიტანეს. სწორედ მათ მოუტანეს ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს გამარჯვება.

სიახლე "ლივერპულის" ბანაკში

„ლივერპულის“ ფეხბურთელი ადამ ლალანა ტრავმირებულია. იგი სამხრეთ აფრიკაში განაგრძობს რეაბილიტაციის პროცესს და ზაფხულში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის იმედს იტოვებს.

ემრე ჩანს ზურგის ტრავმა აქვს და ვერ იასპარეზებს.

სეზონი ნაადრევად დასრულდა ჟოელ მატიპისთვისაც.

ნათანიელ კლაინს კუნთის პრობლემა აქვს და მისი ასპარეზობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მოჰამედ სალაჰი მზადაა, რომ თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდეს.

სიახლე „რომას“ ბანაკში

გრეგორი დეფრელმა კოჭ-წვივის მიდამოებში დაზიანება მიიღო და ვერ ითამაშებს.

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მცველის ალექსანდრ კოლაროვის მოედანზე გამოსვლის ამბავიც საეჭვოა, რადგან ფეხბურთელს კუნთზე აქვს მიღებული მცირე დაზიანება.

რიკ კარსდორპი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ იასპარეზებს „რომას“ შემადგენლობაში.

"ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა


ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი: „ლივერპული“ VS. „რომა“ - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ


"რომას" სავარაუდო შემადგენლობა


ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი: „ლივერპული“ VS. „რომა“ - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ


შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც „ლივერპული“ „რომას“ „ენფილდზე“ უმასპინძლებს, სამშაბათს, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (142)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]