ვინ გახდა მიმდინარე სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი 23-აპრ, 20:509 GioToServe 3252 0






ვინ გახდა მიმდინარე სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ?


2017-2018 წლების სეზონში, კატალონიის „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ESPORT.GE-ს ინფორმაციით, France Football-ის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 30 წლის არგენტინელმა 126 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო.

აღნიშნულ თანხაში მოიაზრება არა მხოლოდ ესპანურ გრანდში მიღებული რეგულარული ანაზღაურების მოცულობა, არამედ ბონუსებიც თითოეული გამართული მატჩიდან. ამ ყველაფერს რეკლამებიდან მიღებული შემოსავალიც ემატება.

მოცემულ რეიტინგში, მეორე პოზიციაზე მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა. მისმა შემოსავალმა 94 მილიონი ევრო შეადგინა.

სამეულში მოხვდა „ბარსელონაში“ ლიონელ მესის ყოფილი თანაგუნდელი, ახლა კი „პ.ს.ჟ.“-ს მოქმედი ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი. მისი შემოსავლის მოცულობა 81,5 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება მწვრთნელთა კატეგორიას, პირველი ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელ სპეციალისტს ჟოზე მოურინიოს ერგო. წელს მან 26 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

მეორე ადგილზე ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი გავიდა 23 მილიონი ევროთი.

მესამე პოზიციას 22 მილიონი ევროთი, „ატლეტიკოს“ არგენტინელი სპეციალისტი დიეგო სიმეონე დასჯერდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018