სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა
ედინ ჯეკო მატჩის წინ 'ლივერპულს" ემუქრება და გულშემატკივარს ფინალში თამაშს პირდება

ედინ ჯეკო მატჩის წინ 'ლივერპულს" ემუქრება და გულშემატკივარს ფინალში თამაშს პირდება


„რომას“ ფორვარდმა ედინ ჯეკომ, „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

აი, რა განაცხადა ბოსნიელმა თავდამსხმელმა:

“სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები ჩვენ წინ გველის. 180 წუთის გასვლის შემდგომ, ჩვენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გავალთ. ეს კი ზუსტად ისაა, რაზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს.“

„მე არ მიყურია „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებისათვის, რადგანაც ჩვენი მატჩები ერთსა და იმავე დღეს და იდენტურ დროს იმართებოდა.“

„ის, რაც „ლივერპულმა“ გვარდიოლას გუნდს გაუკეთა, ძალიან ცოტას თუ ხელეწიფება.“

„ჯერ-ჯერობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ არ ვფიქრობ. არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ რიგში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ორი ძნელი მატჩის ჩატარება გვიწევს.“ - ციტირებს „რომას“ 32 წლის ფორვარდის ედინ ჯეკოს სიტყვებს ESPORT.GE.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, „ლივერპული“ „რომას“ ენფილდზე უმასპინძლებს, დღეს, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.












კომენტარის დამატება