Image

სალაჰი თუ სუარესი ? - "ლივერპულის" მეკარემ თავდამსხმელები ერთმანეთს შეადარა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 24-აპრ, 14:549 GioToServe 221


სალაჰი თუ სუარესი ? - "ლივერპულის" მეკარემ თავდამსხმელები ერთმანეთს შეადარა


“ლივერპულის“ გოლკიპერმა სიმონ მინოლემ, თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი, კლუბის ყოფილ ფორვარდ ლუის სუარესს შეადარა. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ახლა „ბარსელონას“ რიგებში ასპარეზობს.

აი, რა განაცხადა ბელგიელმა:

„ლუის სუარესი საოცარი მოთამაშე იყო, მაგრამ სისწრაფისა და ტექნიკის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, რომ სალაჰი სუარესზე უკეთესი ფეხბურთელია.“

„რაღა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ მეძლევა, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემ თანაგუნდელებს მაქსიმალურად ვედგე გვერდში და რითაც შემიძლია, დავეხმარო.“

„მილნერს ჩემ წინააღმდეგ 11-მეტრიან დარტყმებზე ვარჯიში მოსწონს, სალაჰი კი სხვა მეკარეების შესახებ ხშირად მეკითხება ხოლმე აზრს. „ბორნმუთთან“ მატჩის წინ, ჩვენ ბეგოვიჩის თამაშიც ერთად განვიხილეთ.“ - ციტირებს ESPORT.GE „ლივერპულის“ 30 წლის მეკარის სიმონ მინოლეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, „ლივერპული“ ენფილდზე „რომას“ უმასპინძლებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (236)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა