ეუსებიო დი ფრანჩესკო: "ლივერპულის" სუსტ მხარეებს ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენებთ..."

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 24-აპრ, 15:119 GioToServe 242 0





ეუსებიო დი ფრანჩესკო: "ლივერპულის" სუსტ მხარეებს ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენებთ..."


„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, „ლივერპულთან“ მომავალი დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი ჟურნალისტებს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაესაუბრა.

„მინდა ვთქვა, რომ „ენფილდი“ ძალიან ლამაზი საფეხბურთო მოედანია. საერთოდაც, ყველა ინგლისური მოედანი ულამაზესია. იტალიაში მიჩვეული არ ვართ იმას, რომ გულშემატკივრები ჩვენთან ასე ახლოს იმყოფებოდნენ.“

„მე „ენფილდს“ ვიცნობ იმ დროიდან, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ვასპარეზობდი. განმაცვიფრებელი არენაა დაუჯერებელი ატმოსფეროთი. მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას.“

„ცხადია, რომ გულშემატკივრები „ლივერპულს“ უქომაგებენ, მაგრამ არც ჩვენ დავრჩებით მხარდაჭერის გარეშე. „წითლების“ წინააღმდეგ გუნდური თამაში უფრო მეტად გვმართებს, ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევებში. ინგლისური კლუბი „ბარსელონასგან“ სისწრაფით განსხვავდება. იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, კარგად უნდა ვითამაშოთ.“

„მივიჩნევ, რომ „ლივერპულის“ შედარება ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ყოფილ მოწინააღმდეგეებთან, არ არის გამართლებული. იურგენ კლოპს საოცარი გუნდი ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობას იმსახურებს. აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკუთარი სტილის დემონსტრირება შევძლოთ. შევეცდებით, რომ „ლივერპულის“ სუსტი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ.“

„ „რომას“ შემადგენლობის შესახებ საუბარი არ მსურს. ჩვენ ორი სათამაშო მოდელი შევიმუშავეთ - 4 და 3 მცველით დაკომპლექტებული. გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ. ჩვენი ფილოსოფიაა მთავარი.“ - ციტირებს ESPORT.GE „რომას“ 48 წლის იტალიელი მთავარი მწვრთნელის ეუსებიო დი ფრანჩესკოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი მატჩი, რომლის ფარგლებშიც „ლივერპული“ „რომას“ ენფილდზე უმასპინძლებს დღეს, 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა