დღის ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაური გაათავისუფლეს

ზურაბ ზვიადაური გაათავისუფლეს

მკვლელობაში ბრალდებული, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული პირი, მოსამართლემ დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისათვის დაცვის მხარე 50 ათას ლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდების მხარე, ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მოთხოვნას შემდეგი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებით ასაბუთებდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები, გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა.

ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.

ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება მკვლელობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

გარდაცვლილ პირებს შორის, ერთ- ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

დანაშაულის ჩადენის მომენტისა და სასამართლო განხილვების დროს, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

შემდგომი სასამართლო პროცესი, საქმის არსებითი განხილვით განახლდება.

წყარო: heretifm.com





გაზიარება
მოინახულეს 3 137-ჯერ
კომენტარები
რეკლამა