სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ტრანსფერები
გარეტ ბეილის კომენტარი მიუნხენის "ბაიერნში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ

გარეტ ბეილის კომენტარი მიუნხენის "ბაიერნში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ


მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გარეტ ბეილი გამოტყდა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ მხრიდან, მის მიმართ გამოხატული ინტერესი, უელსელისათვის დიდი პატივია.

28 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ფეხბურთში წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ რას გვიმზადებს მომავალი."

"ამ მომენტისათვის, მე მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ვთამაშობ, რაც დიდ სიამოვნებასაც მანიჭებს."

"მიუნხენის „ბაიერნს“ არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი ყოველთვის ღირსეულად ასპარეზობენ."

"გერმანული გრანდი მუდამ ითვლებოდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად."

"ის ფაქტი, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემ მიმართ გამოხატა ინტერესი, ძალიან სასიხარულოა. ეს ჩემთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ფეხბურთელისათვის, დიდი პატივია." - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 28 წლის ვინგერის გარეტ ბეილის სიტყვებს ESPORT.GE.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, მასმედია გარეტ ბეილის სახელს აქტიურად აკავშირებს სხვადასხვა წამყვან კლუბებთნ, რომელთა შორის მოიხსენიება მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „პ.ს.ჟ.“, "ჩელსი", და "მანჩესტერ სიტი".












კომენტარის დამატება