სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ქართული ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი
ბასილაშვილი ევროპული ტურნირის 1/4 ფინალში იასპარეზებს

ბასილაშვილი ევროპული ტურნირის 1/4 ფინალში იასპარეზებს


მიმდინარე კვირაში, ATP ბარსელონას 500 ქულიან ტურნირთან ერთად, შეჯიბრება ბუდაპეშტშიც იმართება. იგი 250 ქულიანია.

აღნიშნული ტურნირი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მასში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობს.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბასილაშვილი წარმატებით განაგრძობს გამოსვლას.

უფრო ზუსტად, ტურნირის პირველ წრეში, ქართველმა ჩოგბურთელმა გამოცდილი იტალიელი ჩოგბურთელი პაოლო ლორენცი 2 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-4, 6-2.

2016 წლის კიცბიუელის ფინალში, ლორენციმ ნიკას 2 სეტში აჯობა, ასე რომ მასზე მოპოვებული გამარჯვება რევანშის გათვალისწინებით, ორმაგად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო!

დღეს, 1/8 ფინალში, ბასილაშვილმა დენის შაპოვალოვს სძლია. ახალგაზრდა კანადელი მატჩში ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ 2 სეტში, 6-2, 6-4 ანგარიშით დამარცხდა.

მიმდინარე ტურნირზე, ბასილაშვილმა მხოლოდ 2-ჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება.

ხვალ, ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ვეტერანი იტალიელი - ანდრეას სეპი იქნება.

მიმდინარე შეჯიბრზე, სეპიმ ფაბიანოსა და იუჟნის სძლია.

სეპი ATP რეიტინგში 55-ე ადგილზეა, ბასილაშვილი კი 79-ე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი 1/4 ფინალის შეხვედრა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.












კომენტარის დამატება