Image

ოფიციალურად: უნაი ემერი "პ.ს.ჟ."-ს დატოვებს

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი 27-აპრ, 21:519 GioToServe 486


ოფიციალურად: უნაი ემერი "პ.ს.ჟ."-ს დატოვებს


“პ.ს.ჟ.“-მ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფრანგულმა კლუბმა გუნდის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალისტის ხელშეკრულება, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, აღარ გახანგრძლივდება.

ცოტა ხნის წინ, აღნიშნულის შესახებ თავად 46 წლის სპეციალისტმაც ისაუბრა, ახლა კი ინფორმაცია პარიზულმა კლუბმაც დაადასტურა.

„პ.ს.ჟ.“-ს გამოსამშვიდობებელ წერილში ნათქვამია, რომ მხარეებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. გაწეული სამსახურისათვის, კლუბმა მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა, ხოლო კარიერის მომდევნო ეტაპზე წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი „პ.ს.ჟ.“-ს 2016 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, გუნდმა 2017-2018 წლების სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატი ნაადრევად მოიგო. "პ.ს.ჟ." საფრანგეთის თასის გამარჯვებულიც გახდა. ფრანგულმა გრანდმა საფრანგეთის ლიგის თასისა და საფრანგეთის სუპერთასის ჯილდოების მოგება 2-2-ჯერ მოახერხა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (140)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]