რას ფიქრობს "ბარსელონა" ნეიმარის "რეალში" ტრანსფერის შესახებ ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები 28-აპრ, 19:549 GioToServe 277 0






რას ფიქრობს "ბარსელონა" ნეიმარის "რეალში" ტრანსფერის შესახებ ?


„ბარსელონაში“ არ ღელავენ იმის თაობაზე, რომ მომავალ სეზონში, ნეიმარი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს.

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთში ბრაზილიელი ფეხბურთელი სადებიუტო სეზონს მართავს.

ესპანურმა მასმედიამ მრავალგზის აღნიშნა ის ფაქტი, რომ 26 წლის ფეხბურთელი საფრანგეთში არსებული თამაშის დონით გულდაწყვეტილია და ლა ლიგაში დაბრუნება სურს.

იმავე ესპანური წყაროების მონაცემებით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ბრაზილიელის გარემოცვას უკვე შეხვდა და მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით თანხმობა მიიღო.

რაღა თქმა უნდა, „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა და მათ, ვისაც ნეიმარი გულზე დიდად არ ეხატებათ, ფეხბურთელის „რეალში“ ტრანსფერი შესაძლოა გამცემლობად აღიქვან, თუმცა ამ საკითხის მიმართ, კატალონიური კლუბის ხელძმღვანელობა ფრიად ინდეფერენტულადაა განწყობილი.

„ნეიმარის მადრიდის "რეალში" ტრანსფერი ესპანეთისა და საკუთრივ "ბარსელონასათვის" პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ლა ლიგაში რაც შეიძლება ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდეს.“ - ციტირებს "ბარსელონას" პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს სიტყვებს ESPORT.GE.

შეგახსენებთ, რომ „პ.ს.ჟ.“-ს შემადგენლობაში, ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატი და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.

სამწუხაროდ, ნეიმარს მიმდინარე სეზონის გამოტოვება ტრავმის გამო უწევს - იგი ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და კვლავ ფეხის ტრავმას იშუშებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018