რა უნდა გააკეთოს გორგაძემ იმისათვის, რომ უფრო მაღალი რანგის სუმო გახდეს ?

სიახლეები / სხვა სახეობები 30-აპრ, 17:229 crash 1751 0





იაპონელებმა ტოკიოში სუმოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს წინსვლა აქვს. ლევანი კვლავ რანგით მესამე ტიტულს, სეკივაკეს ატარებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტოჩი დასავლეთიდან აღმოსავლეთში განათავსეს და სწორედ ამ დივიზიონის სეკივაკე იქნება. აქვე გეტყვით, რომ აღმოსავლეთ დივიზიონი უფრო პრესტიჟულია, ვიდრე დასავლეთის.

ლევანი ასევე იბრძოლებს ოძეკობისთვის, ანუ ჩემპიონის რანგისთვის. თუ ქართველ სუმოს ამ ტიტულის მოპოვება სურს, მან ზედიზედ სამ ტურნირზე ( ბაშოზე ) 33 მოგება უნდა ჩაიწეროს.

მოგეხსენებათ, რომ ლევანმა 2018 წელს ერთი ბაშო მოიგო, მეორეში კი დადებითი ბალანსი დააფიქსირა. თუ ტოჩი მაისის ბაშოზე მინიმუმ 10 შეხვედრას მოიგებს, მას ავტომატურაც ჩემპიონის რანგსაც მიანიჭებენ, რადგან 33 გამარჯვებას მოიპოვებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018