სიახლეები / რაგბი
სასიხარულო ინფორმაცია ქართული რაგბის ქომაგებს - ქართველები ჩემპიონები გახდნენ !

ქუბრიაშვილის, ნარიაშვილის, მიქაუტაძის და აფრასიძის "მონპელიე" საფრანგეთის ჩემპიონი გახდა !

ბოლო ტურში "მონპელიემ" ერთ-ერთ ფრანგულ გუნდს, "პოს" უმასპინძლდა და დიდი სხვაობით დაამარცხა ( 45 : 13 ). ფრანგულ გრანდს საბოლოო ჯამში 81 ქულა დაუგროვდა !

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გელა აფრასიძემაც მიიღო მონაწილეობა. ახალაგზრდა ბორჯღალოსანმა უმაღლესი ლიგის გემო შეხვედრის მიწურულს იგემა და პირველად ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მორაგბეებიდან მიხეილ ნარიაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბედ ითვლება.

სასიხარულო ინფორმაცია ქართული რაგბის ქომაგებს - ქართველები ჩემპიონები გახდნენ !












კომენტარის დამატება