სიახლეები / სხვა სახეობები / ავტო-მოტო
დავით ასკურავამ რუსეთის ღია პირველობა მოიგო
16 იანვარს ქართული სატრეკო ველოსპორტის ლიდერი დავით ასკურავა მოსკოვიდან პეკინს მიემგზავრება მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე გამოსასვლელად.
მანამდე კი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ რუსეთის ღია პირველობაზე მოსინჯა ძალები 250 მეტრზე გაქანებით შეჯიბრებაში და ჩემპიონიც გახდა.
დავით ასკურავას გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია, რადგან რუსეთის ღია პირველობაში ადგილობრივი სპორტსმენების გარდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გამოდიან და იქ გამარჯვება იოლი ნამდვილად არ არის. ასკურავა ურიგოდ არც ჯგუფურ რბოლაში გამოსულა - მე-9 ადგილი დაიკავა. ქართველი ველომბრბოლელი 13 იანვარს 500-მეტრიან დისტანციაზე შეეცდება გამარჯვების მოპოვებას, მერე კი როგორც ვთქვით პეკინში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს თასის ეტაპი უნდა ჩატარდეს

ნახეთ როგორი გოლი გაიტანა ლაკაზეტიმ "ატლეტიკოს"...
რამოსი: ინიესტას "ანდრესინიო" რომ რქმეოდა, ოქროს...
"არსენალი"-"ატლეტიკოს" სკანდალური დასაწყისი -...
ზინედინ ზიდანმა "რეალის" მიერ მიუნხენის...
ბასილაშვილი ევროპული ტურნირის 1/4 ფინალში...
"რეალს" მოგება ძვირად დაუჯდა - სამეფო გუნდის...