სიახლეები / რაგბი
ქართველი გიგანტის მორიგი აღიარება - ნარიაშვილი კვლავ დააფასეს

მოგეხსენებათ, რომ ნარიაშვილის, აფრასიძის, მიქაუტაძისა და კუბრიაშვილის "მონპელიე" საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

ტოპ 14-ის ბოლოსწინა ტურში “მონპელიემ” “პოს” უმასპინძლა და 45:13 დაამარცხა, მიხეილ ნარიაშვილი კი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. ქართველმა ბორჯღალოსანმა მოედანზე 69 წუთი დაჰყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გამოცემა "ეპიკმა" ნარიაშვილის კარგი თამაში დააფასა და საუკეთესოთა შორის დაასახელა.

მიხეილი "მონპელიეს" რიგებში 2010 წლიდან ირიცხება, ხოლო ნაკრებში ის პირველად 2012 წელს გამოჩნდა და მალევე იქცა ერთ-ერთ ლიდერად.

შეგახსენებთ, რომ მიშას სიმაღლე 195 სანტიმეტრია, ხოლო მისი წონა 118 კგ - ს აღწევს.












კომენტარის დამატება