სიახლეები / კალათბურთი
რა თანხა გამოიმუშავა თორნიკე შენგელიამ NBA - ში ყოფნის დროს ? - იხილეთ ოფიციალური მონაცემები

რა თანხა გამოიმუშავა თორნიკე შენგელიამ NBA - ში ყოფნის დროს ? - იხილეთ ოფიციალური მონაცემები


მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერა ვერ აეწყო, მან მაინც სოლიდური თანხა გამოიმუშავა. შენგელია ძირითადად სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა და რამდენიმე წუთით თამაშის უფლება იშვიათად ეძლეოდა.

შენგელიას პირველი კლუბი ბურკლინ "ნეთსი" იყო, სადაც მან ერთი სეზონის მანძილზე გასამრჯელოს სახით $473,604 მიიღო. რაც შეეხება "ხარებში ყოფნის პერიოდს, "ბულზსმა" თორნიკეს $788,872 გადაუხადა. მოგეხსენებათ, რომ "ნეთსმა" თოკო "ბულზსში" გაცვალა და შესაბამისად კონტარქტიც ორივე კლუბზე თანაბრად გადანაწილდა.

ჯამში ქართველმა კალათბურთელმა $1,262,476 მიიღო, რაც დამეთანხმებით რომ მშვენიერი მაჩვენებელია. ( ორი წლის მაჩვენებელი )

თორნიკე ბოლოს NBA - ში 2014/2015 წლებში ასპარეზობდა. იმედია შენგელიას კვლავ ვიხილავთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და რომელიმე გუნდთან მრავალწლიან, უფრო სოლიდურ კონტარქტსაც გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ თოკო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა და დიდი ალბათობით ზაფხულში კვლავ ამერიკაში წავა სათამაშოდ, უფრო გამოცდილი და უფრო დაღვინებული !












კომენტარის დამატება