ტატიშვილმა და კალაშნიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს

სიახლეები / ჩოგბურთი 14-იან, 16:379 Eke 1371 0





ქართველი ჩოგბურთელები ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში არიან და 13 იანვარს პირველი მატჩებიც უნდა გაემართათ, მაგრამ მელბურნში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ ტურნირის ორგანიზატორებს და შესაბამისად ჩოგბურთელებსაც გეგმები აურიათ. ტატიშვილმა და კალაშნიკოვამ საკუთარი თამაშები ერთი დღით გვიან ჩაატარეს და მომდევო ეტაპზეც გავიდნენ.

ტატიშვილი საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში მისთვის სარეკორდო 132-ე ადგილს იკავებს, კვალიფიკაციაში კი განთესილთა შორის არის და პირველ მეტოქედ პოლონელი ურსულა რადვანსკა ჰყავდა, ვინც რეიტინგით 193-ეა. ქართველმა მეტოქეს 4:6, 6:2, 6:0 მოუგო და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც უკრაინელ მარია კორიცევას შეხვდება, ვინც რეიტინგში 147-ეა. მოიგო ოქსანა კალაშნიკოვამაც. ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი ეკატერინა ბიჩკოვა, რომელიც 180-ეა რეიტინგში 6:4, 6:7, 6:2 დაამარცხა. კალაშნიკოვას მეტოქე მეორე წრეში ამერიკელი ირინა ფალკონი იქნება, რომელიც 181-ე ჩოგანია.

იმისთვის, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვედრა შეძლონ, კიდევ ორი მეტოქის ჩამოცილება მოუწევთ. აქვე გეტყვით, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში სულ 96 ჩოგბურთელი ითამაშებს, მათ შორის 12 უძლიერესი კი, მთავარ ტურნირში გადაერთვება, რომელიც 17 იანვრიდან დაიწყება.

კვალიფიკაციაში მოხვედრილი თითოეული ჩოგბურთელი 2 სარეიტინგო ქულას მიიღებს, შემდეგ კი ქულები საგრძნობლად მოიმატებს. ქალთა კვალიფიკაციაში ერთი გამარჯვება 40 ქულას იძლევა, ორი - 50-ს, ხოლო კვალიფიკაციის დაძლევისთვის 60 ქულაა განსაზღვრული. საინტერესოა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდმა, რეკორდულ ციფრს - 24 მილიონ დოლარს უწია და ის შარშანდელ მაჩვენებელს 3.8%-ით აღემატება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018