სიახლეები / რაგბი
რაგბის სამყაროში საშინელება დატრიალდა - 18 წლის მორაგბე გოგონა ტრავმამ იმსხვერპლა [ + ფოტო ]

იტალიის თასის გათამაშება რაგბიში ქალთა შორის ტრაგედიით დასრულდა.

კლუბ ამატორი პარმას 18 წლის მორაგბე გოგონა რებეკა ბრალია თამაშის დროს უხერხულად დაეცა და კეფა დაარტყა.

ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სპორტსმენის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იტალიის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, უბედური შემთხვევა 29 აპრილს, ქალაქ რავენაში გამართულ მატჩში მოხდა.

დაშავებული გოგონა ქალაქ ჩეზენას საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს და ოპერაციაც ჩაუტარეს, მაგრამ ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - რამდენიმე დღის შემდეგ რებეკა ბრალია გარდაიცვალა.

იხილეთ მისი ფოტო :

რაგბის სამყაროში საშინელება დატრიალდა - 18 წლის მორაგბე გოგონა ტრავმამ იმსხვერპლა [ + ფოტო ]












კომენტარის დამატება