მეფემ კანადელებს დაუმთავრა ! "კავალიერსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია

სიახლეები / კალათბურთი 08-მაი, 15:019 crash 168 0






როგორც მოსალოდნელი იყო, კლივლენდ "კავალიერმსა" ტორონტო "რეპტორსს" მეოთხე შეხვედრაც მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა ( 128 : 93 )

ტორონტოსთან სერიაში მეფე ლებრონი უბრალოდ შეუდარებელი იყო და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი საუკეთესოობა.

ჯეიმსმა უკანასკნელ შეხვედრაში კანადელებს 29 ქულა ჩაუგდო და ამასთანავე გუნდს 8 მოხსნა, 11 გადაცემა,2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა.

ლებრონს ამჯერად თანაგუნდელებმა მხარი აუბეს და მეტოქე გუნდი უბრალოდ დაბომბეს.

"კავსი" - სტატისტიკა :

სმიტი - 15 ქულა
ლავი - 23 ქულა
ჯეიმსი - 29 ქულა
კორვერი - 16 ქულა
ჰილი - 12 ქულა

"რეპტორსი" - სტატისტიკა :

იბაკა - 12 ქულა
მაილსი - 13 ქულა
დეროუზენი - 13 ქულა
ლაური - 5 ქულა, 10 გადაცემა
ვალანჩუნასი - 18 ქულა

"კავალიერსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბოსტონ "სელტიკსისა" და ფილადელფია "სიქსერსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნულ დაპირისპირებაში ბოსტონელები მეტოქეს 3 - 1 ანგარიშით უგებენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018