სიახლეები / კალათბურთი
გოგა ბითაძეს ამერიკელებმა უხმეს

საქართველოს ნაკრებისა და "მეგა ბიმაქსის" ცენტრი, გოგა ბითაძე ამერიკელებმა სინჯებზე მიიწვიეს.

NBA Draft God-ის ინფორმაციით ამერიკაში რამდენიმე კალათბურთელი მიიწვიეს ეგრეთ წოდებულ workout-ზე ძანან მუსასთან და კიდევ ორ ამერიკელ კალათბურთელთან ერთად. მათ შორის კი ერთ-ერთი გოგა ბითაძეა.

ახალგაზრდა ქართველ ცენტრს ამჟამად ტრავმა აწუხებს და დიდი ალბათობით სინჯებზე ვერ გაემგზავრება.

მოგეხსენებათ, რომ სინჯების დროს ახახლაგზრდა კალათბურთელებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სკაუტები აკვირდებიან და შემდგომ გუნდებს გადაცემენ უნფორმაციას, თუ ვინ და ვინ არის გამორჩეული.

გოგა სერბეთის ჩემპიონატში საშუალოდ 16 ქულას და 7.8 მოხსნას აგროვებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში დრაფტი 21 ივნისს ჩატარდება.












კომენტარის დამატება