სიახლეები / კალათბურთი
თორნიკე შენგელიას უდიდესი მიღწევა - ევროპელებმა ქართველი ფორვარდი დააფასეს

საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" ლიდერი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ქართველი კალათბურთელი 2017/2018 წლის საუკეთესო მძიმე ფორვარდი გახდა.

ევროლიგამ 2017/18 წლების სეზონის პირველ სიმბოლურ ხუთეულში, შენგელიას გარდა, ნიკ კალათესი (პანათინაიკოსი), ნანდო დე კოლო (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი) და იან ვესელი (ფენერბაჰჩე) შეიყვანა.

მოგეხსენებათ, რომ შენგელიას კარიერაში მსგავსი ჯილდო არასოდეს მიუღია. ქართველის ეს წარმატება კი მთლიანად საქართველოს წარმატებაცაა !

26 წლის ფორვარდი 2017/2018 სეზონში საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა.












კომენტარის დამატება