ლევან გორგაძე იაპონელებმა კიდევ ერთხელ დააფასეს - ნახეთ რა დანიშნულება ექნება ქართველ სუმოისტს იაპონია - საქართველოს რაგბის მატჩზე

სიახლეები / რაგბი 12-მაი, 17:249 crash 384 0






იაპონიის რაგბის კავშირის ინფორმაციით, ლევან გორგაძე ( ტოჩინოშინი ) საქართველოსა და იაპონიის სარაგბო ტესტ - მატჩზე კეთილი ნების ელჩი იქნება. აღნიშნული შეხვედრა 23 მაისს იაპონიაში გაიმართება.

ამ საკითხზე თავად ლევანმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია :

"ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ჩემი პირველი და მეორე სამშობლოების წარმომადგენელი ამ მატჩზე, რომელიც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს. ორივე ნაკრები ძალიან ახლოა ერთმანეთთან მსოფლიოს რეიტინგში. თუკი იაპონიაში ჩემი ქვეყნის შესახებ რაგბის დახმარებით კიდევ უფრო მეტს გაიგებენ, მე ბედნიერი ვიქნები" - ასეთი იყო ტოჩის კომენტარი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018