უცნაური მიზეზი, რის გამოც სალაჰმა ლოვრენს ახსნა-განმარტება მოსთხოვა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 15-მაი, 15:059 GioToServe 416 0





უცნაური მიზეზი, რის გამოც სალაჰმა ლოვრენს ახსნა-განმარტება მოსთხოვა


არაჩვეულებრივად ჩატარებული სეზონის ფონზე, თავისი განმაცვიფრებელი პერფორმანსის შედეგად, ეგვიპტელმა ფარაონმა მოჰამედ სალაჰმა არაერთი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვება მოახერხა. მან სეზონი ოქროს ბუცის მოგებით დააგვირგვინა. სალაჰი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 38 თამაშში 32 გოლი გაიტანა. უკანასკნელი გოლი თავდამსხმელმა „ბრაიტონის“ წინააღმდეგ გაიტანა.

„ენფილდზე“ „ლივერპულმა“ 4:0 ანგარიშით შეძლო „ბრაიტონის“ დამარცხება. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა სალაჰის გოლის აღნიშვნის ჟესტი მატჩში ორჯერ იხილეს. ენდი რობერტსონის ჩამოწოდების შემდგომ, მეორე გოლი დეიან ლოვრენმა გაიტანა. მცველმა გოლი ეგვიპტელი თანაგუნდელის მსგავსად აღნიშნა.

თუკი მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ თამაშებს თვალს აქტიურად ადევნებდით, შენიშნავდით, რომ ლოვრენი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც გოლის გატანის შემდგომ სალაჰს მიბაძა.

„ლივერპულის“ გოლის შემდეგ, სადიო მანე დიდი სიამოვნებით იმეორებდა სალაჰის მიერ დემონსტრირებულ ჟესტებს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, როდესაც ინგლისურმა გრანდმა „პორტო“ 5:0 ანგარიშით დაამარცხა, მანემ კუნგ ფუს ილეთის გაკეთებაც სცადა.

უცნაური მიზეზი, რის გამოც სალაჰმა ლოვრენს ახსნა-განმარტება მოსთხოვა


რაც შეეხება ლოვრენსის მიერ გოლის აღნიშვნას, ამ ფაქტმა სოციალურ ქსელ “თვითერში“ არაერთი გამოხმაურება ჰპოვა:

JM @ThisMerv “ნუთუ დეიან ლოვრენმა მო სალაჰის აღნიშვნა გაიმეორა? ჰაჰაჰა“

Haroon Anjum @HahaHaroon„დეიან ლოვრენმა @მოსალაჰის ჟესტი გამოიყენა! ყოჩაღ!“

The Smiling Assassin @TsmilinAssassin“დეიან ლოვრენმა სალაჰის ჟესტით აღნიშნა გოლის გატანა. ალბათ მათ შორის დიდი სიყვარულია, ძმური, მხოლოდ ეს, სხვაგვარ სიყვარულს არ ვგულისხმობ!“

ეს ამბავი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" გაგრძელდა, სადაც სალაჰმა ლოვრენს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

სალაჰი: „რით გაიმართლებ თავს?“

ლოვრენი: „შენი ჟესტი გავიმეორე? არამც და არამც. უბრალოდ პირველი გოლი მე უნდა გამეტანა და ცოტათი დავაგვიანე.“

უცნაური მიზეზი, რის გამოც სალაჰმა ლოვრენს ახსნა-განმარტება მოსთხოვა


შეგახსენებთ, რომ წელს სალაჰმა 8 ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018