სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი
კეინმა სალაჰს ოქროს ბუცის მოგება ელეგანტურად მიულოცა

კეინმა სალაჰს ოქროს ბუცის მოგება ელეგანტურად მიულოცა


მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონის კამპანია ბრწყინვალედ ჩაამთავრა. ეგვიპტელმა პრემიერ ლიგაში 32 გოლი გაიტანა, რითაც 30 გატანილი ბურთის ავტორი ჰარი კეინი უკან ჩამოიტოვა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა „ენფილდის“ გმირის მიღწევის შესახებ ისაუბრა.

კვირას, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ მატჩში, ეგვიპტელმა მეფემ კვლავ შეძლო თავის გამოჩენა და „ლივერპული“ დააწინაურა. ამასობაში, სალაჰმა 32-ე გოლიც გაიტანა.

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა წლევანდელი კამპანია 32 გოლის ნიშნულით დაასრულა. როგორც ჩანს, კეინმა სალაჰთან დუელით დიდი სიამოვნებაც მიიღო.

აი, რა განაცხადა ინგლისელმა ფეხბურთელმა:

“ძალიან კარგია, როდესაც ასეთი ძლიერი კონკურენტი გყავს. ეს ფაქტი პრემიერ ლიგაზეც დადებითად აისახება. როდესაც ლიგაში 30 ან მეტი გოლი ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი, რა თქმა უნდა, ეს ამბავი მისასალმებელია.“ - განაცხადა კეინმა.

2016-2017 წლების სეზონში, კეინმა პრემიერ ლიგაში 29 გოლის გატანა მოახერხა.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ, კეინმა თავისი სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა და მხედველობის მიღმა არც სალაჰის ბრწყინვალება არ დარჩენია.

„ჩემთვის მთავარი მიზანი გასული წლის მაჩვენებლის გაუმჯობესება გახლდათ. მაშინ 29 გოლი გავიტანე, ახლა კი 30 ბურთის ნიშნულამდეც მივაღწიე. მო სალაჰმა მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად იასპარეზა, ის უდავოდ იმსახურებს ოქროს ბუცს. მომავალ სეზონშიც დიდი კონკურენციის მომსწრენი უნდა გავხდეთ, რასაც მოუთმენლად ველი.“ - გამოტყდა თავდამსხმელი.

კეინმა განაგრძო სალაჰის შესახებ საუბარი, შემდგომ კი მომავალი სეზონის პოტენციურ რეკორდსა და სტაბილურობის ასპექტსაც შეეხო.

„მო სალაჰი პირადად არ შემხვედრია, რათა დავლაპარაკებოდი და მიმელოცა. იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე იასპარეზო და ბევრს მიაღწიო, გვერდით უნდა გყავდეს ძლიერი მეტოქე, რომელიც ბიძგსა და მოტივაციას მოგცემს, რითაც კიდევ უფრო გაძლიერდები და საკუთარი თავისგან მეტს მოითხოვ. 38 თამაშიან სეზონში მან უპრეცენდენტო რეკორდი დაამყარა. მომავალ წელს სწორედ ამ რეკორდის მოხსნას შევეცდები.“

„მე არ ვჩქარობ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდები. ყოველწლიურად ვანხორციელებ ჩემ მიზნებს. ახლა მე-4 წელიწადს ვატარებ და პრემიერ ლიგაში პირველად შევძელი 30 გოლის გატანა.“

„მომდევნო 2 თუ 3 წლის განმავლობაში, შევეცდები, რომ კვლავ ავიდე 30 გოლის ნიშნულზე. ეს არის ჩემი მიზანი. ყველა მოთამაშეს სურს სტაბილურ დონეზე ასპარეზობა. ზუსტად ეს ფაქტორი განასხვავებს კარგ მოთამაშეს დიდებულისგან. მომ საოცრად გაართვა თავი ყველა დავალებას და ახლა ის დიდებული მოთამაშეა. მომავალ სეზონში ვნახავთ, შეძლებს თუ არა სალაჰი ასეთი ფანტასტიკური ფორმის შენარჩუნებას.“ - ციტირებს "ტოტენჰემის" 24 წლის თავდამსხმელის ჰარი კეინის სიტყვებს ESPORT.GE.

კეინმა სალაჰს ოქროს ბუცის მოგება ელეგანტურად მიულოცა


„სტოკ სიტისთან“ კეინის მიერ გატანილი გოლის შემდგომ, საფეხბურთო სამყარო ძირითადად სალაჰს გულშემატკივრობდა, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული და მხოლოდ შექებას თუ იმსახურებს.

როგორც ჩანს, მომავალ სეზონში ისევ მოგვიწევს კეინისა და სალაჰის სანახაობრივი დუელის ხილვა.












კომენტარის დამატება