კიევი მზადაა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობისათვის

სიახლეები / ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა 15-მაი, 17:389 GioToServe 89 0





კიევი მზადაა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობისათვის


ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან, გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. ტურნირის ფინალი კიევში გაიმართება და უკრაინის დედაქალაქი ამ დღეს მოუთმენლად ელის.

კიევი ევროპიდან 60,000 გულშემატკივარს უმასპინძლებს, მათ შორის 40,000 ადამიანს მადრიდიდან და ლივერპულიდან.

ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის ყველა ფინალში, მასპინძელი ქალაქი და სათამაშო მოედანი გაძლიერებულად იქნება დაცული.

ორშაბათს, მოედანსა და მის სიახლოვეს მთავარი რეპეტიცია გაიმართა. მასში ჩართული იყვნენ მოხალისეები და უკრაინელი პოლიციელები, რომლებიც ტერორისტთა შეტევის შესაძლო მცდელობების აღკვეთას შეეცდებიან.

კიევი მზადაა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობისათვის


კიევის ეროვნულ ოლიმპიურ სპორტ კომპლექსში, როგორც შიგნით ასევე გარეთ, ფინალისტი გუნდების ბანერები უკვე გადმოკიდეს. ბანერებზე ქალაქის ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობის შენობებიცაა გამოსახული.

მიმდინარე კვირის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგისათვის მზადება დასრულდება. პირველ გულშემატკივრებს, რომლებიც კიევში ჩაფრინდებიან, ბრწყინვალე მდგომარეობაში მყოფი ქალაქი დახვდებათ. მასპინძელ ქალაქში ჭეშმარიტი ფინალის ავთენტური ატმოსფეროა შექმნილი.

კიევი მზადაა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობისათვის


მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები კეივში ჩარტერული რეისებით ფინალის დღეს ჩაფრინდებიან. თვითმფრინავები მადრიდის აეროპორტს გამთენიისას დატოვებენ.

სამეფო გუნდის მომხრეები მოედნიდან 15-20 წუთის სავალზე შეიკრიბებიან, „ლივერპულის“ გულშემატკივრები კი სტადიონთან კიდევ უფრო ახლოს იქნებიან.

დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უსაფრთხოების მიზეზებიდან თუ მიზნებიდან გამომდინარე, დიდი ზომის ეკრანები აღარ დამონტაჟდება. სამაგიეროდ, სევე როგორც კარდიფში, სპეციალურად გულშემატკივრებისთვის, იფუნქციონირებს სხვადასხვა ჯიხურები, სადაც ხელმისაწვდომი იქნება საკვები და სასმელი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალი 26 მაისს გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018