სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები
80 მილიონი!!! - გვარდიოლა "რეალის" ვარსკვლავის გაფორმებას გეგმავს

80 მილიონი!!! -  გვარდიოლა "რეალის" ვარსკვლავის გაფორმებას გეგმავს


ხოსეპ „პეპ“ გვარდიოლას მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ტონი კროოსის შემოერთება სურს. "მანჩესტერ სიტი" მზად არის გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს.

ყოველკვირეული ესპანური გამოცემა “Don Balon” იუწყება, რომ ამ ზაფხულს, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ „პეპ“ გვარდიოლა ტონი კროოსის „ეტიჰადზე“ ტრანსფერს გეგმავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კროოსი ჟოზე მოურინიოს რადარზეც იმყოფება, მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი გერმანელი ფეხბურთელის ადვილად მოპოვებას ვეღარ შეძლებს.

გვარდიოლა და კროოსი მიუნხენის "ბაიერნში" თანამშრომლობდნენ. "პეპ" გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ, გერმანულმა გრანდმა პირველივე მცდელობით შეძლო გერმანიის ჩემპიონატის, „ბუნდესლიგის“ ტიტულის მოგება.












კომენტარის დამატება