Image

დავით ხოჭოლავას ფასი transfermarkt-მა თითქმის გააორმაგა - ნახეთ რა ღირს ქართველი ფეხბურთელი

სიახლეები / ფეხბურთი 15-მაი, 21:199 crash 250


დონეცკის "შახტარის" ქართველ მცველს საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა. დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი გახდა და ამასთანავე უკრიანის თასიც მოიგო.

transfermarkt-მა დავითის ეს წარმატება მის სატრანსფერო ღირებულებაზე ასახა და ხოჭოლავას ფასი თითქმის გააორმაგა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავა ამჟამად 1.8 მილიონი ევრო ღირს.

ამ მაჩნებელით ხოჭოლავა ქართველ ფეხბურთელებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

ქართველის ეს წარმატება არ გამოპარვია საქართველოს ნაკრების თავკაცს. ვლადიმერ ვაისმა დავითი ნაკრებშიც კი გამოიძახა და მას ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოიყენებს. ხოჭოლავას აქამდე ნაკრებში სულ 9 შეხვედრა ჰქონდა გამართული.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელს "შახტართან" კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა