სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები
ბეილი "იუნაიტედში" ? - მოურინიო "რეალს" გაცვლით გარიგებას სთავაზობს

ბეილი "იუნაიტედში" ? - მოურინიო "რეალს" გაცვლით გარიგებას სთავაზობს


ESPORT.GE-ს ინფორმაციით, ყოველკვირეულ ესპანურ გამოცემა „Don Balon“-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ ვინგერით გარეტ ბეილითაა დაინტერესებული.

უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ინგლისური გრანდი სამეფო კლუბს სარფიან გაცვლით გარიგებას სთავაზობს.

მიმდინარე სეზონში, ზინედინ ზიდანის გუნდში, ბეილი დიდად ვერ გამოირჩევა, მათ შორის არც ჩემპიონთა ლიგაზე.

როგორც ჩანს, ამ ზაფხულს, უელსელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.

თავის მხრივ, ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ გარიგებაში ანტონი მარსიალის ჩართვა მადრიდის „რეალის“ მიერ მოთხოვნილ 100 მილიონ ევროს შეამცირებს.

ამ ეტაპზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილში 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.












კომენტარის დამატება