" ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა " - ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი ალაპარაკდა

სიახლეები / ჭიდაობა 16-მაი, 14:009 crash 2306 0






" ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა " - ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი ალაპარაკდა


ძიუდოს მწვრთნელმა, ლევან ციგრიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ძიუდოსთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ პრობლემებზე ისაუბრა :

" ჩემი ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა. ეს თანხა წესით მწვრთნელებზე უნდა გადანაწილებულიყო, თუმცა სად მიდიოდა ეს ფული არავინ იცის. მარტო მე არ ვარ, არიან სხვა მწვრთნელებიც და მათთანაც მსგავსად ხდება. სად მიდიოდა ეს ფული ? სამწუხაროდ ამ კითვაზე პასუხი არავისგან მიგვიღია "

ციგრიაშვიილმა ასევე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი დაახლოებით 1 წელია ასე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადაგომას ითხოვენ. მათ მთელი რიგი დარღვევები წარადგინეს, თუმცა ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018