დღის ახალი ამბები

"ან სპორტს თავს დავანებებ ან მომიწევს ქვეყნიდან წასვლა" - ქართველი სპორტსმენები აზარტული თამაშების რეგულაციების შესახებ საუბრობენ

"ან სპორტს თავს დავანებებ ან მომიწევს ქვეყნიდან წასვლა" -  ქართველი სპორტსმენები აზარტული თამაშების რეგულაციების შესახებ საუბრობენ
20-12-2021, 18:24

მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა (ჰალკი) სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა.

“დღეს თუ რეგულაციები ამ სახით შევა ძალაში, თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს იქნება სპორტისთვის დამღუპველი. მე პირადად, მომიწევს ქვეყნიდან წასვლა ან სპორტისთვის თავის დანენება. მე სახელმწიფოდან არაფერი არ მაქვს, ვარ მხოლოდ სპონსორობაზე დამოკიდებული და სახელმწიფოსგან ღირსეული დაფინანსება მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენს აქვს”, – განაცხადა საგინაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.


ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრა.

“სამწუხარო ფაქტი იქნება თუ რომელიმე მათგანს შეუწყდება ეს დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი მათგანი მათით სულდგმულობს და მათი მამოძრავებელი ძალაა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შეწყვეტენ დაფინანსებას, მითუმეტეს, როგორი რთული განცხადებაც გაავრცელეს”, – განაცხადა ტალახაძემ “ფორმულასთან” ინტერვიუში.

დღეს საგინაშვილმა, ლაშა ტალახაძემ, კოსტა ჯანაშიამ, ნინო ოძელაშვილმა და სხვა სპორტსმენებმა სათამაშო ბიზნესის მხარდამჭერი პრესკონფერენცია გამართეს.





გაზიარება
მოინახულეს 1 134-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  2. ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. “პატარა ბაზა ვერ ააშენეს… სად მოვემზადო?! მეორე ქვეყანა დამისახელოს ვინმემ, ცხრა ოლიმპიადის მონაწილე რომ ჰყავდეს!” – ნინო სალუქვაძე
  5. მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ
რეკლამა