სპორტის მინისტრმა დავით ქევხიშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რასაც ქართველი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა

სიახლეები / ჭიდაობა 30-მაი, 10:579 crash 3641 0





სპორტის მინისტრმა დავით ქევხიშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რასაც ქართველი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა


მოგეხსენებათ, რომ ძიუდოისტთა აქციებისა და პროტესტის მიუხედავად, დავით ქევხიშვილი პრეზიდენტობის პოსტის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემაც ისაუბრა :

"კომისიამ მუშაობა დაასრულა. საბოლოო ჯამში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში, რომელიც მწვრთნელებისათვის სტიპენდიის გაყოფას ეხებოდა, წარმოება სწორად არ იყო გაკეთებული, ამასთან დაკავშირებით ფედერაციას შესაბამისი რეკომენდაცია მივეცით. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ჩავარდნა, ბუნებრივია, პრეზიდენტის პასუხისმგებლობაცაა, ეს შეცდომა ქევხიშვილმაც აღიარა. შესაბამისად, ფედერაცია ვალდებულია, ახალი სამწვრთნელო შტაბი შექმნას. ორივე მხარეს მოვუწოდებ კონფლიქტის დარეგულირებისათვის, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის"

გიორგაძის ამ განცხადებას ქართველი ხალხის უკმაყოფილება მოჰვყა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ძიუდოისტებს უდგანან გვერდში და ანალოგიურად ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა