რა უპირატესობები მიენიჭა ლევამ გორგაძეს ოძეკის სტატუსის მიღებით ? - გაზრდილი ხელფასი, საპენსიო ფონდი, არჩევნებში მონაწილეობა, ახალგაზრდა სუმოისტების გაწვრთნა და მრავალი სხვა დამსახურება

სიახლეები / სხვა სახეობები 31-მაი, 19:269 crash 5809 0






რა უპირატესობები მიენიჭა ლევამ გორგაძეს ოძეკის სტატუსის მიღებით ? - გაზრდილი ხელფასი, საპენსიო ფონდი, არჩევნებში მონაწილეობა, ახალგაზრდა სუმოისტების გაწვრთნა და მრავალი სხვა დამსახურება


მოგეხსენებათ, რომ ლევან გორგაძეს ოძეკის, ანუ ჩემპიონის სტატუსი მიენიჭა. ქართველმა სუმოისტმა მაისის ბაშო 13 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. ლევანს ზედიზედ 3 ბაშოზე 33 და მეტი მოგება დაუგროვდა, რაც საკმარისი გამოდგა ოძეკის სტატუსის მინიჭებისათვის.

მას შემდეგ რაც ლევანი ოძეკი გახდა, მისი უფლებები კიდევ ფურო გაიზარდა. იხილეთ თუ რა პრივილეგიები ექნება ლევანს სხვა სუმოისტებთან შედარებით :

“ სამი წლით სუმოს ასოციაციის წევრობის გარანტია, თუ ის ამ პერიოდში არ დაანებებს სუმოს თავს.

“ის მიიღებს სპეციალურ ფინანსურ შეთავაზებას, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ აისახება მის საპენსიო ფონდზე.

“მას ექნება გამოყოფილი პარკინგი სუმოს ასოციაციის შტაბში.

“ტოჩინოშინს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სუმოს ასოციაციის პრეზიდენტის არჩევაში.

“მას მიაბარებენ პერსპექტიულ ახალგაზრდა სუმოისტებს, რომელთა აღზრდაშიც მიიღებს მონაწილეობას.

“მას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სპეციალურ საცერემონიო რიტუალებში, რაც მხოლოდ ამ იერარქიის სუმოისტებს ძალუძთ.

“ლევანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იოკუძუნას ბეჭდის ცერემონიაში.

“ის მიწვეული იქნება VIP ადამიანების სტუმრობისას ან სუმოს ასოციაციის სტუმრობისას შინტოს ტაძარში.

“მისი ხელფასი თვიურად საშუალოდ 25 000 დოლარზე მეტი იქნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018