სასწრაფოდ !!! საქართველოს რაგბის ფედერაცია რუსთაველზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სიახლეები / რაგბი 31-მაი, 22:019 crash 12104 0





სასწრაფოდ !!! საქართველოს რაგბის ფედერაცია რუსთაველზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს


სულ ახლახანს დასრულდა შეხვედრა ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც დაძაბულ ბრძოილაში ჩვენი ბიჭების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს რაგბის ფედერაციამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ ხალხს მიმართა, რომელიც ჯერ კიდევ შეხვედრის მიმდინარეობისას გაკეთდა. გთავაზობთ პოსტს უცვლელად :

" ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ.

მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.

უმორჩილესად გთხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.

ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით! "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა