Image

ჭაბუკი მოჭიდავეების 6 მედალი ბაქოდან

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 17-იან, 19:519 Sportnews 1585


















საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყეს. თამაზ ბენდიანიშვილის გუნდმა 15 იანვარს, ბაქოში ჩატარებულ მუშვან ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა. ქართული გუნდი აზერბაიჯანში გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა.

საუკეთესო შედეგი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა აჩვენა. პეტრიაშვილმა ტურნირი დამაჯერებლად ჩაამთავრა და ოქროს მედალს დაეუფლა.

რამაზ ზოიძესა (42 კგ) და ბექა როჭიკაშვილს (85 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ, ორივე ფინალში დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ტაიფუნ აბდულაევმა (42 კგ), რამაზ დარჩიძემ (46 კგ) და ომარ ქურიძემ (63 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (338)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა