" ხაბარელი და ზვიადაური ? უნდა შეირჩეს ისეთი, ვინც... " - ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის შესახებ ისაუბრა

სიახლეები / ჭიდაობა 04-ივნ, 15:539 crash 2710 0





" ხაბარელი და ზვიადაური ? უნდა შეირჩეს ისეთი, ვინც... " - ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის შესახებ ისაუბრა


ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს ფედერაციის პრეიზდენტის პოსტზე კანდიდატურები განიხილა და განაცხადა, რომ უნდა შეირჩეს ისეთი პიროვნება, რომელიც არცერთ დაპირისპირებულ მხარეს არ წარმაოდგენდა :

„ვფიქრობ, რომ პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე. უნდა იყოს აზრი შეჯერებული. ჩვენ ახლა კანდიდატთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანი არ გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს ნეიტრალური ადამიანი. არ უნდა იყოს მხარე. მხარე, ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც ამ პროცესებში ან ერთ პოზიციას აფიქსირებდა, ან მეორეს. ვიცეპრეზიდენტებზე იყო საუბარი და ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი მიკერძოებულნი იყვნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიბრძოდით ერთი კონკრეტული ადამიანისთვის, თუნდაც ის ადამიანები, რომლებზეც თითს იშვერდნენ, რომ ჩვენ უკან იდგნენ – შოთა ხაბარელი და ზურა ზვიადაური, ეს ადამიანები ფედერაციაში პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ხალხში აზრთა სხვადასხვაობა არ გამოიწვიოს. ასე რომ უნდა შეჯერდეს აზრი ნეიტრალური ადამიანზე, ვინც ამ პროცესებს გამჭვირვალედ გაუძღვება, დაალაგებს ურთიერთობებს საერთაშორისო ფედერაციაში და სპორტსმენებისთვის იქნება მისაღები.” - ასეთი იყო ლიპარტელიანის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტების პროტესტმა გაჭრა და რამდენიმე დღის წინ დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018