ტოჩინოშინი საქართველოშიც ფასდება - ლევან გორგაძეს კიდევ ერთი წოდება მიენიჭა

სიახლეები / სხვა სახეობები 08-ივნ, 15:049 crash 172 0





ტოჩინოშინი საქართველოშიც ფასდება - ლევან გორგაძეს კიდევ ერთი წოდება მიენიჭა


ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე მცხეთის საპატიო მოქალაქე გახდა. აღნიშნულ საკითზე პარლამენტის წევრმა, ზაზა გაბუნიამაც ისაუბრა :

ზაზა გაბუნია: "მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლიერი ვარ მისი და ამავდროულად აღფრთოვანებული მისი ამ წარმატებით, მის მიერ დაპყრობილი მწვერვალით და შესაძლებლობებით, რითიც არის დაჯილდოებული ლევან გორგაძე. ის დღეს საქართველოს სახეა იაპონიაში “ - განაცხადა გაბინუამ.

შეგახსენებთ, რომ ლევანი სულ ახლახანს იაპონიაში ოძეკი, ანუ ჩემპიონი გახდა. ქართველი სუმოისტის შემდეგი გამოწვევა იოკოძუნად გახდომაა, რაც სუმოს იერარქიაში ყველაზე დიდი და პრესტიჟული სტატუსია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა