ზაზა ფაჩულია ჩემპიონი გახდა ! - ქართველმა კალათბურთელმა ბეჭედი ზედიზედ მეორედ მოიგო

სიახლეები / კალათბურთი 09-ივნ, 10:309 crash 1732 0





ზაზა ფაჩულია ჩემპიონი გახდა ! - ქართველმა კალათბურთელმა ბეჭედი ზედიზედ მეორედ მოიგო


დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფი, რომლის გამარჯვებულიც გოლდენ სტეიტ "უორიორსი" გახდა. "მებრძოლებმა" ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ "კავალიერსი" სერიაში მარტივად დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ გახდნენ ჩემპიონები.

ფინალების საუკეთესო კალათბურთელი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც უკანასკნელ დაპირისპირებაში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო. ტრადიციულად შეუჩერებელი იყო სტეფ კარი, რომელმაც პერიმეტრიდან უბრალოდ დაბომბა "კავალიერსი".

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ზაზა ფაჩულიამაც, რომლის ანგარიშზეც 2 ქულა გახლდათ.

ასე და ამგვარად, ზაზა ლიგის ჩემპოიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ფაჩულია საჩემპიონო ბეჭედს თითზე კიდევ ერთხელ მოირგებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018