დღის ახალი ამბები

"კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს" - ჯანმო-ს დირექტორი

"კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს" - ჯანმო-ს დირექტორი
1-12-2021, 10:43
---

ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს.

„2022 წელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ორი წელი ამ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და მის წინააღმდეგ ყველა იარაღი გვაქვს“, – განაცხადა მან.

გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით იმდენი ვაქცინაა, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის ზრდასრული მოსახლეობის სრულიად ასაცრელად საკამრისია.

„თუ ჩვენ თითოეულ ადამიანს არ ავცრით, შესაძლოა პანდემიის დასასრული კიდევ გადაიდოს", - განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.




გაზიარება
მოინახულეს 1 472-ჯერ
კომენტარები
რეკლამა