ზაზას ამერიკული დღესასწაული შესაძლოა დასრულდეს - რა თანხა მიიღო 2017/2018 წელს ფაჩულიამ ანაზღაურების სახით ?

სიახლეები / კალათბურთი 10-ივნ, 14:529 crash 7656 0





ზაზას ამერიკული დღესასწაული შესაძლოა დასრულდეს - რა თანხა მიიღო 2017/2018 წელს ფაჩულიამ ანაზღაურების სახით ?


მოგეხსენებათ, რომ ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი და ზედიზედ მეორედ გადაეცემა მას საჩემპიონო ბეჭედი.

34 წლის ფაჩულია დიდი ალბათობით "უორიორსს" დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. ბევრი ფიქრობს, რომ ზაზამ შესაძლოა კარიერა საბოოლოოდ დაასრულოს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი NBA - ს ერთ-ერთი უხუცესი ვეტერანია. ზაზა 2003 წელს ისეთ კალათბურთელებთან ერთად მოვიდა დრაფტზე, როგორებიც არიან : ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი, დევიდ უესტი, დუეინ ვეიდი, კაილ კორვერი და სხვანი.

ფაჩულიას "უორიორსთან" ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, რომელიც მას ახლახანს ამოეწურა. ზაზამ ამ ერთი წლის მანძილზე ანაზღაურების სახით $3,477,600 მიიღო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018