ზაზა ფაჩულიას ახალი გუნდი ცნობილია

სიახლეები / კალათბურთი 11-ივნ, 12:109 crash 7987 0





ზაზა ფაჩულიას ახალი გუნდი ცნობილია


თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტ "უორიორსს" დატოვებს. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაჩულია დიდი ალბათობით ატლანტაში დაბრუნდება და კვლავ "ქორების" რიგებში იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, რომ ორგზის ჩემპიონის საუკეთესო წლები სწორედ ატლანტა "ჰოუკსს" უკავშირდება, სადაც ზაზა წლების მანძილზე გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.

ზაზას საუკეთესო სეზონი "ქორების" რიგებში 2006/2007 წლებში იყო, როდესაც საშუალოდ 12.2 ქულას და 6.9 მოხსნას აგროვებდა.

34 წლის ქართველ კალათბურთელს სულ ახლახანს ამოეწურა კონტრაქტი "უორიროსთან", ზაზამ ანაზღაურების სახით $3,477,600 მიიღო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა