სასიხარულო ინფორმაცია და უკეთესი რეიტინგის მოლოდინი - რა მოხდება თუ კი ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს დაამარცხებენ ?

სიახლეები / რაგბი 12-ივნ, 20:379 crash 8379 0






სასიხარულო ინფორმაცია და უკეთესი რეიტინგის მოლოდინი - რა მოხდება თუ კი ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს დაამარცხებენ ?


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 16 ივნისს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და წყნარი ოკეანის თასის ფინალურ დაპირისპირებაში ფიჯის უძლიერეს რაზმს შეერკინება.

თუ ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს დაამარცხებენ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო ათეულში შევა !!!

დღეისათვის საქართველოს ნაკრები 74.75 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ჩვენი მომავალი მეტოქე ფიჯი კი 77.93 ქულით მეცხრეა. თუ ჩვენ 15 + ქულით მოვიგებთ, +2.43 ქულა დაგვემატება რეიტინგში. იმ შემთვევაში თუ შეხვედრა ფრედ დასრუდლება, ფიჯი თასს დაეუფლება, თუმცა რეიტინგში +0.62 ქულას მაინც მივიღებთ.

ბორჯღალოსნებს ნებისმიერი ანგარიშით მოგება აწყობთ, რათა ფიჯის რეიტინგში გადაასწრონ. შაბათს იაპონია იტალიას მასპინძლობს, ხოლო არგენტინა - უელსს. "ბორჯღალოსნების" წინსვლა ამ ორ თამაშზეც არის დამოკიდებული, თუმცა ათეულში შესვლისთვის საკმარისია ფიჯი თუნდაც 1 ქულით დავამარცხოთ. ამ შემთხვევაში იაპონიამ დიდი ანგარიშითაც, რომ დაამარცხოს იტალია, მაინც საქართველო იქნება მე-10 ადგილზე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018