გილოცავთ ! - ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის უძლიერესი ნაკრები დაამარცხეს და მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცეს

სიახლეები / რაგბი 17-ივნ, 17:429 crash 5341 0






გილოცავთ ! - ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის უძლიერესი ნაკრები დაამარცხეს და მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცეს


მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდია 38:31 დაამარცხეს და მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცეს !

შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში გამარჯვება ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა.

ახლაგარზდა ბორჯღალოსნებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ლელო მესამე წუთზევე დადეს. პირველი ლელო ლუკა ჯაფარიძის ანგარიშზე იყო. ამის სემდეგ რამდენიმე წუთში გელა აფრასიძე ჩხუბისათვის გააძევეს, რასაც შოტლანდიელთა ლელო მოჰყვა. ქართველებმა მომდევნო ლელო 23 - ე წუთზე დადეს. კოტე მარჯანიშვილმა ულამაზესი რეიდით შეძლო თავის გამოჩენა. პირველი ტაიმი კი საბოლოო ჯამში 12 : 19 დავთმეთ.

რაც შეხეება მეორე ნახევარს, შესვენების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა: თენგიზ გიგოლაშვილმა მოწინააღმდეგის შეცდომა გამოიყენა, ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ამას მალე აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმო მოჰყვა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ. 56-ე წუთზე გოგიჩაშვილმა ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და "ლელოელები" 10 ქულით გაიჭრნენ წინ. 64-ე წუთზე კოტე მარჯანიშვილმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, დუბლი მიითვალა, აბჟანდაძე გარდასახვაში ისევ უნაკლო იყო და 36:19.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018