საქართველოში NBA - ს მოთამაშე ჩამოვა

სიახლეები / კალათბურთი 19-ივნ, 10:149 crash 71 0





საქართველოში NBA - ს მოთამაშე ჩამოვა


სერბეთის ნაკრები 15 ივნისიდან ბელგრადში შეიკრიბა და 29 ივნისს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის სამზადისს შეუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ სერბებს NBA - ს რამდენიმე კალათბურთელი ტრავმების გამო გამოაკლდება, საქართველოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენელი მაინც ჩამოვა.

29 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელი, ბობან მარიანოვიჩი ითამაშებს, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელეს "კლიპერსის" ღირსებას იცავს.

საქართველოში NBA - ს მოთამაშე ჩამოვა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა