Image

ლუისი 22 მილიონად?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 20-იან, 18:369 usaxelo 1583


















დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური კლუბი "ჩელსი" მზად არის, რომ ბრაზილიელი მცველის დავიდ ლუისის სანაცვლოდ 22 მილიონი გადაიხადოს. "ბენფიკისთვის" იგი ძალზედ გამოსადეგია. ლუისი ზემოთხსენებულ კლუბში 2007 წელს მივიდა, მას შემდეგ 70-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანაც მოახერხა, რაც მცველისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ინგლისური გამოცემის The Mirror-ის ჟურნალისტების ცნობით, ინგლისელები 22 მილიონს გამოჰყოფენ, რათა ლუისი გადაიბირონ. რომან აბრამოვიჩმა კარლო ანჩელოტის 40 მილიონი ანდო, რადგან კლუბი საგრძნობლად გააძლიეროს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. მიუხედავად ყველაფრისა, პორტუგალიელები ბრაზილიელი მოთამაშის სანაცვლოდ 23.5 მილიონს ითხოვენ.

23 წლის მოთამაშით ბევრი გრანდია დაინტერესებული და ესენი არიან მადრიდის "რეალი", ლონდონის "არსენალი" და მილანის "ინტერი". თავად მას არ უნდა კლუბის გამოცვლა, მაგრამ გრანდები ძალზედ მოწადინებულები არიან და სწორედ ამიტომ, ექსპერტებიც არაფერს არ გამორიცხავენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 20 იანვარი 2011 18:46
ჩელსის მგონი ბოლო ორი-სამი წელი ტრანსფერი არ განუხორციელებია და 40 მილიონზე მეტს თუ გამოყობს აბრამოვიჩი კარს იზავს, თვითონ ჩელსისთვის
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Vano_Alonso 20 იანვარი 2011 18:42
დაამატოს 1,5 მილიონიც, რაგა პრობლემაა? belay
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (202)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა