თორნიკე შენგელია NBA - ს უახლოვდება

სიახლეები / კალათბურთი 25-ივნ, 16:169 crash 286 0






თორნიკე შენგელია NBA - ს უახლოვდება


ესპანური გამოცემები თორნიკე შენგელიას შესახებ სტატიას აქვეყნებენ, სადაც ისინი ქართველი კალათბურთელის მომავალს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას უკავშირებენ.

მათი განცხადებით, შენგელიას ოცნებაა NBA - ში დაბრუნება და ამისათვის ის ყველაფერს აკეთებს. უცხოელი ჟურნალისტები როგორც წერენ, თოკომ ევროპაში უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ყველას დაანახა, რომ ამერიკის დონის კალათბურთელია.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში სატრანსფერო პერიოდი პირველი ივლისიდან დაიწყება.

შენგელია დრაფტე 2012 წელს წარსდგა, რომელიც "ფილადელფია სიქსერსმა" აირჩია, თუმცა მალევე გაცვალა ბრუკლინ "ნეთსში". ახალგაზრდა ასაკისა და გამოუცდელობის გამო, ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო ხშირად არ ეძლეოდა, რის გამოც ის 2014 წელს ევროპაში დაბრუნდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018