Image

"მანჩესტერი" ფორვარდის ძიებაშია

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 20-იან, 21:549 usaxelo 1280


როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგას "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ლიდერობს, თუმცა "წითელ ეშმაკებს" 21 მატჩი აქვთ ჩატარებული, რაც სხვა გუნდებისას ორით ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" კარგ ფორმაშია, მაინც სურთ ახალი ფეხბურთელის გადაბირება, რომელიც წინა ფლანგზე ასპარეზობს. რამდენიმე მოთამაშე მათ თვალთახედვაში მოექცა, მაგრამ მათგან ორი ყველაზე გამორჩეულია.

აგუეროს გადაბირება ძალიან ბევრ კლუბს სურს და ეს გამოწვეულია მისი კარგი თამაშით. არგენტინელი ფორვარდი "ატლეტიკოს" მამოძრავებელი ძალაა. კუნზე ბევრი რამაა დამოკიდებული კლუბში. მას გააქვს უამრავი გოლი, რაც მადრიდელთა შედეგზეც ნათლად აისახება. "რეალი" ზემოთხსენებული თავდამსხმლით არის დაინტერესებული, მაგრამ "თეთრებს" მის შეძენაში "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცილება.

ამსტერდამის "აიაქსი" მოიხსენიება, როგორც მეორეხარისხოვან კლუბად, თუმცა ჰოლანდიელებს ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი და ეს არის ლუის სუარესი. მსოფლიო ჩემპიონატზე "16" ნომერი ყველასაგან გამორჩეული იყო. ურუგვაის წარმატებაში, მან ძალზედ დიდი წვლილი შეიტანა. ინგლისური კლუბები ცდილობენ თავდამსხმლის გადაბირებას. "ჩელსი", "ლივერპული" და ეხლა უკვე "იუნაიტედი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სუარესის გამო


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (130)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]