ასენსიოს მომავალი კლუბი ცნობილია - ნახეთ სად ითამაშებს ახალგაზრდა ესპანელი 2023 წლამდე

სიახლეები / ფეხბურთი 28-ივნ, 13:109 crash 2246 0





ასენსიოს მომავალი კლუბი ცნობილია - ნახეთ სად ითამაშებს ახალგაზრდა ესპანელი 2023 წლამდე


"As" - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარკო ასენსიო კარიერას კვლავ მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ასენსიოს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ესპანელს გუნდის დატოვება სურდა. როგორც ჩანს, მარკო სამეფო გრანდში დარჩენას აპირებს და ის ოფიციალურად "რეალის" ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ასენსიო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პერქსპეტქიულ ფეხბურთელად ითვლება, რომელზეც მთელი ესპანეთი დიდ იმედებს ამყარებს.

22 წლის ასენსიო "რეალში" 2014 წლიდან ირიცხება. მას მადრიდული გუნდის მაისურით სულ 55 შეხვედრა აქვს გამართული და ამ შეხვედრების მანძილზე 9 გოლის გატანაც შეძლო.

ესპანელი შემტევის დამატება ყველაზე მეტად "ლივერპულს" სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალი" ასენსიოს ვერ შეელია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა