San Francisco Chronicle ზაზა ფაჩულიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

სიახლეები / კალათბურთი 29-ივნ, 09:219 crash 121 0






San Francisco Chronicle ზაზა ფაჩულიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს


ამერიკულმა გამოცემა San Francisco Chronicle - მა ზაზა ფაჩულიას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც მისი კარიერის ბოლო წლებია შეჯამებული. სტატიაში ნახსენებია ზაზას პლიუსები, რითიც ქართველი სტივ კერისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.

" ფაჩულია გუნდისათვის საკვანძო ფიგურა იყო, თუმცა აწ უკვე გასულ სეზონში მისი სათამაშო დრო კევონ ლუნიმა და ჯორდან ბელმა შეითავსეს. ფაჩულია 2016/2017 სეზონში გუნდის ძირითადი ცენტრი იყო და თავის თანაგუნდელებს კარგად ეხმარებოდა. მას შეუძლია ბლოკების დაყენება, მოწინააღმდეგეებს ფარქვეშ არ უშვებს. ფარქვეშიდან კარგ პასებს არიგებს. თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე NBA - ში გუნდები უკვე აქცენტს არა თუ ინტელექტზე, არამედ ათლეტიზმზე აკეთებენ. დარჩება თუ არა ზაზა გოლდენ სტეიტში ? ფაჩულია პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება და, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში "უორიორსში" აღარ ითამაშებს. " - ნათქვამია სტატიაში

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018