რა უპირატესობები აქვს ლევან გორგაძეს სხვა სუმოისტებთან შედარებით ?

სიახლეები / სხვა სახეობები 29-ივნ, 10:299 crash 2690 0






რა უპირატესობები აქვს ლევან გორგაძეს სხვა სუმოისტებთან შედარებით ?


რამდენიმე დღის წინ იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე ( რეიტინგი ) გამოაქვეყნა, სადაც ლევან გორგაძე უკვე ოფიციალურად ოძეკის სტატუსითაა შეყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში ტოჩინოშინი ტაკაიასუზე და გოეიდოზე დაბლა დგას, მას საკმაოდ მომგებიანი პოზიცია უჭირავს. რეიტინგის მიხედვით იაპონელი სუმოისტები კადობანში განათავსეს, რაც იმას ნიშნავს რომ თუ კი ნაგოა ბაშოზე ისინი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებენ ოძეკობა ჩამოერთვებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ლევანს სხვა ოძეკებთან შედარებით უფრო გაუმართლა.

შეგახსენებთ, რომ სუმოში ყველაზე დიდი რანგი იოკოძუნაა, რომლის სტატუსის მოპოვებაც ძალიან რთულია. ლევანმა ზედიზედ 2 ბაშო უნდა მოიგოს იმისათვის, რომ დიდი ჩემპიონი გახდეს.

აქვე გეტყვით, რომ ტრავმამორჩენილი კისენოსატო სუმოში დაბრუნდა, რომელიც იაპონელთა მთავარი იმედია და ერთ-ერთ უძლიერეს სუმოისტად ითვლება. ამაზე მისი რანგიც მეტყველებს, რადგან კისენოსატო იოკოძუნაა.

შეგახსენებთ, რომ ნაგოია ბაშო სტარტს 8 ივლისს აიღებს და ტუნრირი 22 ივლისამდე გასტანს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018